"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ლილის" მცველი სიმონ კიაერი შეიძინოს, რომელიც 11 მლნ. ფუნტად არის შეფასებული.
2013 წელს ფრანგულ კლუბში გადასვლის შემდეგ დანიელი ფეხბურთელი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ცენტრალურ მცველად იქცა.
26-წლის კიაერის შეძენას "ლივერპულიც" ცდილობს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" მისი შეძენისთვის რბოლაში ლიდერობს.
სიმონმა ადრე განაცხადა, რომ "ლივერპულის" გულშემატკივარია, თუმცა ნებისმიერი დიდი კლუბის შეთავაზებას დასთანხმდება, ვინც მის შეძენას ისურვებს.
"მხოლოდ მაშინ დავტოვებ კლუბს, თუ ამ ან მომდევნო სეზონში დიდ კლუბს მოუნდება ჩემი შეძენა. სხვა შემთხვევაში, "ლილის" მსგავსი კლუბის დატოვებას აზრი არ აქვს.
მნიშვნელოვანია სტაბილურობაც. კლუბი, რომელიც შემიძენს, უნდა მაჩვენებდეს, რომ ჩემი იმედი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექნება." - განაცხადა ფეხბურთელმა.