"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "საუთჰემპტონს" ნათანაელ კლაინის სანაცვლოდ ხავიერ ერნანდესი შესთავაზოს.
"სენტ მერიზე" კლაინის მომავლის შესახებ სპეკუალიცებმა კიდევ უფრო იმატა, რადგან 23-წლის მცველმა გასულ წელს ნაჩვენები წარმატებული თამაშის შემდეგ ინგლისის ნაკრებში მიიღო შანსი, სადაც ძირითად ფეხბურთელად ყალიბდება.
Goal.com ირწმუნება, რომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან მარჯვენა მცველში 35 მლნ. ფუნტი გადაიხადონ, თუმცა ახალი ინფორმაციის მიხედვით, "წმინდანებს" მადრიდის "რეალში" იჯარის წესით მყოფ ჩიჩარიტოს და დამატებით თანხას შესთავაზებენ.
მექსიკელ ფორვარდს "იუნაიტედი" 10 მლნ. ფუნტად აფასებს, თუმცა პირობაზე დათანხმების შემთხვევაში "საუთჰემპტონს" მხოლოდ 15 მლნ. ფუნტს სთავაზობს ფეხბურთელთან ერთად.