24 წლის მცველი ჯონი ევანსი რომელმაც ეხლახანს მოაწერა ახალ კონტრაქტს ხელი, ემზადება მატჩისათვის "ნიუკასლის" წინააღდეგ, რომელიც დაგეგმილია 26 დეკემბერს და იგი თვლის რომ დემბა ბა და სისე არის მთავარი საფრთხე მისი გუნდისათვის. "ნიუკასლი არის ძალიან ძლიერი გუნდი, მათ ყავთ ორი ძალიან კარგი თავდახმელი რომლებიც ძალიან კარგად იყენებენ თავის მომენტებს, "ნიუკასლმა" წინა სეზონში შესანიშნავ შედეგს მიაღწია" - ციტირებს ავანსის სიტყვებს manutd.com
პირველ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლი" 0-3 დაამარცხა სტუმრად, ის თამაში იყო "წითელი ეშმაკებისათვის" ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე კარგი:"ჩვენ პირველ ტურში დამსახურებულად გავიმარჯვეთ 3-0, ჩვენ ვიცოდით რომ "ნიუკასლს" ყავდა შესანიშნავი თავდასხმის ხაზი, მაგრამ ჩვენ ისინი გავანეიტრალეთ, და ალბათ ამანაც გამოიწვია ჩვენი გამარჯვება".
"მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა კაპიტანი ნემანია ვიდიჩი, რაზეც ევანსმა განაცხადა რომ დაცვის ცენტრში გაიზრდება კონკურენცია:"ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისათვის რომ დაბრუნდა გუნდის კაპიტანი ნემანია ვიდიჩი, რადგან იგი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში".
წყარო: redevils.ru
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.