"არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი მარტინ კიოუნი მიიჩნევს, რომ როი ჰოჯსონის ექსპერიმენტმა, ფილ ჯონსი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ შემტევ ზონაში დაყენებამ, არ გაამართლა.
"ფილ ჯონსი საყრდენ ზონაში გამოიყენეს, მაგრამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ეს მისთვის ადვილი არ იყო. მას გაუმართლა, რომ სხვადასხვა გარემოებებმა დაცვაში დაბრუნება აიძულა. ბურთთან მუშაობის დროს ის პანიკაშია და ხშირად ნაჩქარევ გადაწვყეტილებებს იღებს, თუმცა სამართლიანად უნდა ითქვას, რომ დაცვის ცენტრში ფილი შესანიშნავია."
"ადრე სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ გუნდმა ფილ ჯონსის სახით "ახალი დანკან ედვარდსი" შეიძინა. თუმცა როგორც ჩანს, ეს 23 წლის ფეხბურთელისთვის ხმამაღლა წარმოთქმული ნაადრევი განცადება იყო, რომლის ოპტიმალური პოზიცია მოედანზე ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი."-განაცხადა კიოუნმა.