მიუხედავად იმისა, რომ რობინ ვან პერსი გამოჯანმრთელდა და რადამელ ფალკაომ ბოლო ორ სანაკრებო მატჩში წარმატებული თამაში აჩვენა, როგორც მოსალოდნელია, ლუი ვან გაალი მარუან ფელაინის სასტარტო შემადგენლობაში ადგილს შეუნარჩუნებს.
ჰოლანდიელი თავდამსხმელის დაბრუნების შემდეგ პრესა ირწმუნებოდა, რომ ვან გაალი თანამემამულეს ისევ მისცემდა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალებას, თუმცა Daily Mail-ი ირწმუნება, რომ ფალკაოსთან ერთად რობინი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება და ლუი ფელაინის ერთგული დარჩება, რომელმაც ბელგიის ნაკრების რიგებში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.
"ახლა მათ ჩემი იმედი აქვთ, თუმცა რეალური ეჭვი არც არასდროს შეპარვიათ. სეზონის დასაწყისში ტრავმირებული ვიყავი, მერე კი დავბრუნდი. მწვრთნელმა ჩემში თავდაჯერება ჩანერგა, ბოლო რამდენიმე მატჩში კი თავი გამოვიჩინე.
შემდეგ ისევ მივიღე ტრავმა და ავადაც გავხდი. სამი კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკებს ვიღებდი. ამას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია თამაშისგან სიამოვნება მივიღო." - განაცხადა ფელაინიმ.