ალან სმიტმა განაცხადა, რომ "ლივერპულის" გულშემატკივარი თავს არ დასხმია სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა.
2006 წლის თებერვალში სმიტმა იონ არნე რიისეს მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ფეხი მოიტეხა და მუხლი ამოიგდო.
იმ დროს პრესაში დაიწერა, თითქოს "ლივერპულის" გულშემატკივრებმა სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში მისვლაში ხელი შეუშალეს და ბოთლების, ლუდის კათხებისა და ქვების დაშინებით მანქანის საბურავების დაზიანებას ეცადნენ.
მაგრამ სმიტმა, რომელმაც 7 თვის შემდეგ გუნდის რიგებში დაბრუნება მოახერხა, ინფორმაცია უარყო.
"ეს არ მომხდარა - გულშემატკივარი ჯერ კიდევ სტადიონზე იმყოფებოდა. ტრავმის შემდეგ მრავალი წერილი მივიღე გულშემატკივართაგან, მათ შორის "ლივერპულის" ქომაგისგანაც. და "ლივერპულის" სამედიცინო ჯგუფიც შესანიშნავი იყო.
რიისეს ბრალი არაფერი იყო და ისიც მოვიდა ჩემს სანახავად. ამოგდებული მუხლი უფრო საშიში იყო, ვიდრე მოტეხილი ფეხი, რადგან მყესები გამიწყდა და გართულება დამეწყო.
ვიცოდი, რომ ვეღარასდროს ვიქნებოდი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ადრე. ყველა თამაშს ვაფასებდი, რომელშიც ტრავმის შემდეგ მონაწილეობას ვიღებდი. მესმის რამდენად ახლოს ვიყავი კარიერის დასრულებასთან." - განაცხადა სმიტმა.