"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფორვარდ ტერი გიბსონს მიაჩნია, რომ დავიდ დე ხეა ესპანეთის ნაკრების პირველი მეკარის სტატუსს იმსახურებს, თუმცა მწვრთნელი მას არ ანდობს ამ პოზოციას, სანამ კასილიასი თამაშობს.
"ნათელია, რომ დავიდ დე ხეა ესპანეთის ნაკრების მეკარისთვის საკმაოდ გაიზარდა, მაგრამ არც ის მიკვირს, რომ დელ ბოსკე იკერ კასილიასს შემადგენლობიდან არ იღებს.
მისი გამოცდილება დაუჯერებელია, მრავალი წლის განმავლობაში უწევდა კონკურენციას პეპე რეინასა და ვიქტორ ვალდესს. ნებისმიერი პარამეტრის მიხედვით, ნაკრების კარი დე ხეამ უნდა დაიცვას, მაგრამ როგორ გინდა სათადარიგოთა სკამზე იკერი დასვა?
ვერ წარმომიდგენია იკერი სათადარიგო მეკარის რანგში მოგზაურობდეს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს გარშემო. "რეალი" და ეროვნული ნაკრები მას შემადგენლობიდან მხოლოდ მაშინ ამოიღებს, როცა კარიერას დაასრულებს." - განაცხადა გიბსონმა.