ფანებმა ფეხბურთელების არჩევანი გააკეთეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა მომდევნო სეზონის წინ თავისი ოცნების გუნდი შექმნა.
ქომაგებს სთხოვეს ხმა მიეცათ იმ ფეხბურთელებისთვის, რომელთა გაყიდვა ან დატოვება სურდათ. გაყიდვის კანდიდატებად მათ აირჩიეს:
რობინ ვან პერსი (69), რადამელ ფალკაო (82%) (არ გამოისყიდონ),
ჯონი ევანსი (80%), ხავიერ ერნანდესი (70%), ნანი (59%), ტომ ქლევერლი, ანდერს ლინდეგაარდი (80%) და ნიკ პაუელი.ამ ფეხბურთელებს შორის გაყიდვის ყველაზე მეტი მსურველი ტომ ქლევერლის გამოუჩნდა (95%).
ხოლო ნიკ პაუელის იჯარის წესით გაშვებამ და გაყიდვამ თითქმის თანაბარი რაოდენობის ხმა მიიღო.
პედი მაკნეირის (52%), ჯესი ლინგარდის (64%), ანდრეას პერეირასა (52%) და ტაილერ ბლეკეტის (67%) კი იჯარით გაშვება ისურვეს.
ამ ოთხ ფეხბურთელს შორის გაყიდვის ყველაზე მეტი მსურველი ჯესი ლინგარდს გამოუჩნდა (13%).
"იუნაიტედის" მხარდამჭერებს დანარჩენი ფეხბურთელების დატოვება სურთ, თუმცა მათ შორის გაყიდვის ყველაზე მეტი მსურველი
რაფაელ და სილვას გამოუჩნდა, რომელმაც ხმების 37% მიიღო, შემდეგ მოდის
ანხელ დი მარია (31%) და
ანტონიო ვალენსია (24%).
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაყიდვის მსურველები გამოუჩნდნენ
უეინ რუნისა და
დავიდ დე ხეასაც, რომელთაც ხმების 3% მიიღეს.
გულშემატკივარმა სატრანსფერო სამიზნეებსაც მისცა ხმა და მათი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სურთ გუნდში
რაფაელ ვარანი, გარეტ ბეილი, მემფის დეპაი და მატს ჰუმელსი მოვიდნენ.წყარო: M.E.N.