"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მილანის" ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგის წარმომადგენლებთან ზაფხულის ტრანსფერის თაობაზე შეხვედრა მოაწყო.
ლუი ვან გაალის ნაიჯელისადმი ინტერესის შესახებ ხმები ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დადიოდა, მაგრამ მაშინ დე იონგმა "სან სიროზე" დარჩენა ამჯობინა.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვან გაალს რამდენიმე მიზეზის გამო აინტერესებს. პირველ რიგში, ისინი ერთად მუშაობდნენ ჰოლანდიის ნაკრებში. მეორე, დე იონგი თავისუფალი აგენტი გახდება. დაბოლოს, ნახევარმცველს უკვე აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება, ის "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.
Tuttosport-ი ირწმუნება, რომ დე იონგმა "მილანთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა და "წითელ ეშმაკებთან" უკვე დაიწყო მოლაპარაკება.
ფეხბურთელი მზადაა მანჩესტერში დაბრუნდეს, თუ ხელფასის სახით წელიწადში 4 მლნ. ფუნტს მიიღებს - "იუნაიტედს" ეს პირობა აკმაყოფილებს.