მექსიკის ნაკრების შემტევი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით მადრიდის "რეალში" ატარებს, თუმცა მისი თქმით მდგომარეობით უკმაყოფილოა.
ჩიჩარიტოთი "სტოკ სიტი" და "ვესტ ჰემიც" ინტერესდებიან, თუმცა "ვოლფსბურგი", რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, სერიოზულ მიზნებს ისახავს.
"მგლები" ნიკლას ბენდტნერის მიყვანასაც ეცდებიან, თუმცა მათ სახელს რომელუ ლუკაკუსაც უკავშირებენ, რომლის ფასიც 30 მლნ. ფუნტზე მეტი იქნება. ერნანდესი კი მხოლოდ 8 მლნ. ფუნტად არის შეფასებული, რადგან "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტით ერთი წელი აკავშირებს.