მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონს არაფერს დაპირებია.
ESPN ირწმუნება, რომ სამი წლის წინ გერმანელი მცველი იმ დროისთვის "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ბუნდესლიგის დატოვების შემთხვევაში "წითელი ეშმაკების" რიგებში გადაბარგებას დაჰპირდა.
"საზღვარგარეთ წასვლა რომ მომიხდეს, მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდოდი" - უთხრა მატსმა ფერგიუსონს.
თუმცა თავად ფეხბურთელი, რომლის მომავალი გერმანიაში დიდ კითხვისნიშანს ტოვებს, გავრცელებულ ჭორებს უარყოფს და მას უბრალოდ პრესის მონაგონს უწოდებს.
"მინდა სიტუაცია ავხსნა: ე.წ. "დაპირება" - მხოლოდ გამონაგონია. ესეც კი რბილად გამოვთქვი." - დაწერა ჰუმელსმა საკუთარ "თვითერზე"