თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2015, 16:33
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2031,
კომენტარები: 3
"წითლები" ნაკრებში (ნაწილი მეორე)
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ მოირგეს ეროვნული ნაკრების ფომრები.
გუშინ სანაკრებო პაუზის ფარგლებში, რამდენიმე ძალიან საინტერესო ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩი გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა "იუნაიტედის" ფეხბურთელებმაც მიიღეს:

ჰოლანდია-ესპანეთი 2:0

ამ ნაკრებებს შორის უკანასკნელი შეხვედრა ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, სწორედ იმ შეხვედრაში "იუნაიტედის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, აწ უკვე "ეშმაკი" დეილი ბლინდის გადაცემით ულამაზესი გოლი გაიტანა და "ფურია როხას" განადგურებაში დიდი წვლილიც შეიტანა. "ნარინჯისფრების" საუკეთესო ბომბარდირი ამჯერად ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა გუნდს, თუმცა ამის გამო მოედანზე "იუნაიტედის" ფეხბურთელთა რიცხვი არ შემცირებულა: დეილი ბლინდი და დავიდ დე ხეა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

დე ხეას კარი 4 წუთის ინტერვალით ორჯერ აიღეს, შესაბამისად დე ვრეიმ და დავი კლაასენმა, თუმცა რომელიმე გოლში მეკარის დადანაშაულება უბრალოდ სისულელე იქნება, მეტიც მეორე გოლის ეპიზოდში დავიდმა საუცხოო სეივი შემოგვთავაზა.

პირველი გოლი:



მეორე გოლი:



ისრაელი-ბელგია 0-1

მარუან ფელაინი შეუჩერებელი ხდება, მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და სწორედ ამ გოლის წყალობით ბელგიის ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა. მარუანმა მეათე წუთზე მეკარის მოგერიებულ ბურთს ფეხი დაუხვედრა და კარის ბადეში გადაგზავნა, ეს უკვე ფელაინის მესამე გოლია ბოლო 2 სანაკრებო შეხვედრაში.



იტალია-ინგლისი 1-1

გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი განმეორდა ტურინში, სადაც იტალიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს გაეჯიბრა. მატჩმა სტატუსი გაამართლა, შეხვედრაც და ანგარიშიც ძალიან მეგობრული გამოვიდა.

როი ჰოჯსონმა სასტარტო შემადგენლობაში "იუნაიტედის" სამი ფეხბურთელი დააყენა: უეინ რუნი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი. მასპინძლები 29-ე წუთზე დაწინაურდნენ და გოლი სწორედ ინგლისში მოთამაშე გრაციანო პელემ გაიტანა, ამას ისიც დაერთო, რომ 44-ე წუთზე კრის სმოლინგი გახდა შესაცვლელი, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო - ეს არც ჰოჯსონისთვის და მით უმეტეს არც ვან გაალისთვის იყო კარგი ამბავი. მოედანზე მის ნაცვლად მაიკლ კერიკი შემოვიდა.

რუნის, რეკორდამდე სულ 2 გოლი აშორებს და კაპიტანს გუშინვე შეეძლო სერ ბობი ჩარლტონის უკან ჩამოტოვება, რომ არა უიღბლობა. პირველ ტაიმში მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა, ხოლო მეორე ტაიმში ჯერ იყო და ჯიჯი ბუფონმა გამოავლინა საუცხოო რეაქცია, შემდეგ კი თავად რუნიმ ვერ მოახერხა ბურთისთვის ფეხის კარგად მორტყმა.

სხვა მატჩებიდან:

დი მარიას და მარკოს როხოს არგენტინამ შტატებში ეკვადორთან "ისპარინგა" და 2-1 დაამარცხა. ორივე მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში იყო და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს, ანხელი 78-ე წუთზე შეცვალეს, როხომ კი შეუცვლელად ჩაამთავრა შეხვედრა.

ერთი დღით ადრე ითამაშეს კოლუმბიის და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებებმა. სამხრეთ ამერიკელები ქუეითს დაუპირისპირდნენ და 3-1 სძლიეს, მატჩის საბოლოო ანგარიში რადამელ ფალკაომ დააფიქსირა, რომელმაც 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა., მასაც ფელაინის მსგავსად 2 შეხვედრაში 3 გოლი მოუგროვდა. რაც შეეხება ახალგაზრდა ინგლისელებს, ისინი გერმანელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 3-2 სძლიეს, ანგარიში ჯესი ლინგარდმა გახსნა.
სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
1 აპრილი 2015 17:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფელაინი და ფალკაო რა დღეში არიან
0
№2
ავტორი: RojoDiablo
1 აპრილი 2015 17:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა მაგარი ბურთი აიღო დავიდმა და როგორ გაბრაზდა:

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
1 აპრილი 2015 22:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინი ბომბარდირობას აპირებს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top