რობინ ვან პერსი თავის გუნდს "ასტონ ვილასთან" მატჩისთვის დაუბრუნდება.
ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ტრავმის გამო ექვსი კვირა გამოტოვა, თუმცა the Sun ირწმუნება, რომ ეს პერიოდი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ფეხბურთელის გამოჯანმრთელებისთვის.
ვან პერსიმ ტრავმა სრულად მოირჩინა და "ოლდ ტრაფორდზე" ტიმ შერვუდის წინააღმდეგ საკუთარ გუნდს დაეხმარება.
პრემიერ ლიგის მატჩის შემდეგ კი "იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ რობინი მიმდინარე სეზონში პირველი ორი სეზონისგან განსხვავებით კარგ თამაშს ვერ აჩვენებს, ჰოლანდიელი ლუი ვან გაალის გეგმების ნაწილია და მისი დაბრუნებით მწვრთნელი მოხარულია.