უეინ რუნიმ პირობა შეასრულა.
Starsport-მა გაავრცელა ფოტო, რომელიც რუნის ტურინში გადაუღეს - "ევერტონის" გულშემატკივარს - და რომელზეც აღნიშნულია "ლივერჩიტის" ტატუ.
ეს მოხდა "ლივერპულის" მხარდამჭერებთან სანაძლეოს დადებიდან 10 დღის შემდეგ.
"იუნაიტედის" კაპიტანი დარწმუნებული იყო, რომ გასულ თვეში "ენფილდზე" გოლს გაიტანდა.
ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებდა, "ლივერპულის" ტატუ უნდა გაეკეთებინა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხუან მატას დუბლის წყალობით 2-1 იმარჯვა, მაგრამ რუნიმ მეტოქის კარი ვერ დალაშქრა.
უეინმა შეხვედრის მიწურულს დანიშნული პენალტის გოლად გარდასახვა სცადა, თუმცა "მერსეისაიდელთა" მეკარემ ამის საშუალება არ მისცა.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რუნის პირობა უნდა შეესრულებინა და სიმბოლოსთან ერთად დაეწერა YNWA (You'll Never Walk Alone). თუმცა უეინმა უარი განაცხადა ტატუს საჯაროდ ჩვენებაზე.
ამიტომ ტატუს გასაკეთებლად მკლავი აირჩია, რადგან სჯეროდა, რომ ვერ შეამჩნევდნენ - რუნის მოკლემკლავიანი მაისური აცვია თამაშების დროს, თუმცა შიგნით ყოველთვის იცვამს გრძელმკლავიან მაისურს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თამაშებზე.
ტატუს გაკეთების შემდეგ რუნიმ მისი მოშორება ლაზერით სცადა, რათა სკანდალი არ გამოეწვია, თუმცა იტალიაში მეგობრებთან ერთად დასვენების დროს მის მხარზე ფოტოს გადაღება მაინც მოხერხდა.
ასეთმა საქციელმა "იუნაიტედისა" და "ევერტონის" გულშემატკივართა გაბრაზება უნდა გამოიწვიოს, რადგან ორივე კლუბის ქომაგებს ინგლისის კაპიტანი თავიანთ საყვარელ ფეხბურთელად ჰყავთ აღქმული, ხოლო "ლივერპული" ორივე გუნდის მოსისხლე მტრად ითვლება.
ლივერპულში გაზრდილი რუნი სცენაზე 2002 წელს გამოჩნდა და "გუდისონ პარკზე" გმირის რეპუტაცია მაშინვე შეიძინა.
თუმცა 2004 წელს "კანფეტებს" ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუნაიტედმა" წაართვა და მას შემდეგ ამ ორ გუნდს შორის არც თუ სახარბიელო ურთიერთობა სუფევს.
რუნის უკვე აქვს 5 სხვა ტატუ.
ერთი მათგანი წინამხარზე, რომელიც იუწყება: "მხოლოდ განათლებაა საკმარისი შესასრულებლად." რუნის სასკოლო განათლება არ დაუსრულებია და არც საშუალო სკოლის დამამთავრებელი სერტიფიკატი აქვს.
მხარზე აქვს "ინგლისი და სიამაყე", მლოცველის ტატუ ზურგზე და კელტური ჯვარი მკლავზე.
ჯვრის ზევით კი კოლინის სახელი უწერია.
წყარო:
dailystar