"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა ფიქრობს, რომ მის განვითარებაში დიდი როლი ინგლისურმა ფეხბურთმა ითამაშა.
ვან გაალის გუნდი მიმდინარე სეზონში მრავალ პრობლემას განიცდიდა, თუმცა ესპანელის დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი ქულა გადაარჩინა.
მოქმედი კონტრაქტით დე ხეას "იუნაიტედთან" მხოლოდ ერთი სეზონი აკავშირებს და მისი მომავალი ეჭქვეშ დგას.
თუმცა დავიდი შესანიშნავად აცნობიერებს ინგლისური ფეხბურთის მნიშვნელობას.
"მშვიდი ტიპის ადამიანი ვარ, რაც ჩემ პროფესიაში მეხმარება. როგორც მეკარემ, დანარჩენ გუნდს სიმშვიდის შეგრძნება უნდა გადასცე.
მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ინგლისურმა ფეხბურთმა მრავალმხრივ შემცვალა.
განვვითარდი ფიზიკურად, განვავითარე ჩემი კონცეტრაცია და თამაში ყველა ასპექტი.
ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა აქ მოვედი, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ყველაფერი კარგად განვითარდა. ეს ლიგა ძალიან მომწონს, რადგან ბევრ რამეს ვსწავლობ." - განაცხადა დე ხეამ.
იანვრის შემდეგ დე ხეა "იუნაიტედში" კიდევ ერთი ესპანელ მეკარე ვიქტორ ვალდესთან ერთად ვარჯიშობს.
"ვიქტორ ვალდესი და მე ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ - ძალიან ბედნიერი ვარ მასთან ერთად მუშაობით.
მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და არა მარტო მეკარის საკითხებში, რომელიც მას გამოცდილებით დაუგროვდა, არამედ როგორც ადამიანი.
ის ხასიათის მქონე მიზანდასახული ადამიანია. უფრო მეტიც, ყოველთვის მზადაა ხელი გამოგიწოდოს და რჩევებით დაგეხმაროს, მატჩის მსვლელობის დროსაც კი." - დაასრულა დე ხეამ.