ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადასტურა, რომ იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის სმოლინგის მიერ მატჩის ნაადრევად დატოვების მიზეზი ავადმყოფობა იყო, რომელიც "ასტონ ვილასთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მის ასპარეზობას ეჭვქვეშ აყენებს.
ცენტრალურმა მცველმა ტურინში მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ფილ იაგიელკას შეუწყვილდა, თუმცა 43 წუთზე მაიკლ კერიკმა შეცვალა, რომელმაც ნახევარდაცვაში მოთამაშე ფილ ჯონსის ადგილი დაიკავა, თავად ფილმა კი უკან დაიხია.
25-წლის მცველის მდგომარეობა პირველი ნახევრის მიწურულს ორთაბრძოლაში შესვლის შემდეგ გახდა სახიფათო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა. ლუი ვან გაალი დაწვრილებით ცნობებს სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
ინგლისის ნაკრების ოფიციალურმა "თვითერმა" დაადასტურა, რომ გუნდი დღეს დილით სახლში გაფრინდა.