"რეალის" მარცხენა მცველი ფაბიუ კოენტრაუ გამოტყდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობის ვარიანტი ხიბლავს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუნაიტედი" მზადაა კოენტრაუსადმი ინტერესი განაახლოს - 2013 წელს ფაბიუს ერთი ნაბიჯი აშორებდა დევიდ მოიესის გუნდში გადასვლამდე.
27-წლის მცველი აცხადებს, რომ მზად არის ლუი ვან გაალის გუნდს შეუერთდეს და "წითელი ეშმაკების" რიგებში ასპარეზობა დიდ პატივად მიაჩნია.
"უკვე ვთქვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტი მაინტერესებს. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მათ რიგებში თამაში ჩემთვის პატივი იქნებოდა." - განაცხადა კოენტრაუმ.
AS ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში პორტუგალიელის თაობაზე შეთავაზებას გააკეთებს, რადგან ლუკ შოუს ტრავმისკენ მიდრეკილობა გუნდის ხელმძღვანელობას აწუხებს.