"დორტმუნდის" კაპიტანი მატს ჰუმელსი ადასტურებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი ვარიანტია, რომელსაც იგი კლუბის დატოვების შემთხვევაში განიხილავს. 26 წლის მცველს " ბორუსიასთან" კონტრაქტის ვადა 2017 წელს ეწურება, მაგრამ როგორც პრესა აცხადებს, მან უკვე გააფრთხილა კლუბის დირექტორი, რომ საკუთარ მომავალზე ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მატსმა პოპულარულ გამოცემასთან, Bild-თან ინტერვიუში განაცხადა: "გერმანიიდან რომ მივდიოდე, მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" შევუერთდებოდი". საინტერესოა, რომ ჰუმელსის აგენტი, მისი მამა ჰერმანი, ლუი ვან გაალის მეგობარია. ისინი ერთად მუშაობდნენ "ბაიერნში", სადაც მატსი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. "დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ კვირაში დაადასტურა, რომ ჰუმელსი საკუთარ ვარიანტებს განიხილავს: "მატსს ორი კვირის წინ ვესაუბრე, სადაც მან გაგვაფრთხილა, რომ თავის მომავალზე ფიქრობდა. ამაში უწესო არაფერია. მის კონტრაქტს ვადა 2017 წელს ეწურება და ჯერ შემოთავაზება არც ერთი კლუბისგან არ მიგვიღია."