რადამელ ფალკაოს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის ბოლოს "მონაკოსგან" მის კონტრაქტს გამოისყიდის.
ფალკაომ, რომელმაც გუშინ კოლუმბიის ნაკრების ყველა დროის რეკორდი გაიმეორა გატანილი გოლების მიხედვით, "იუნაიტედში" მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
კოლუმბიელს თადარიგში 8 მატჩი კიდევ რჩება იმის დასამტკიცებლად, რომ "იუნაიტედში" საკუთარი თავი იპოვა. "წითელ ეშმაკებს" კი ეს ტრანსფერი 43 მლნ. ფუნტი დაუჯდებათ.
29-წლის ფორვარდი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" მას გამოისყიდის, თუმცა სტატისტიკა და გულშემატკივარი მას არ ეთანხმებიან.
"დარჩენის მჯერა. როცა სეზონი დასრულდება ჩემი მომავლის შესახებ დავფიქრდები და საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ." - განაცხადა ფალკაომ.