თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2015, 20:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1815,
კომენტარები: 5
ვან გაალი: "დიქტატორი არ ვარ"
ვან გაალი საკუთარ ფილოსოფიაზე საუბრობს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ დიდი ხანია დიქტატურას არ მისდევს და მუშაობის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

63-წლის მწვრთნელმა დიქტატორის რეპუტაცია წინა კლუბებში - "აიაქსში", აზ-ში, "ბარსელონასა" და "ბაიერნში" - მიიღო. თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალმა თავის პრინციპებს ფეხბურთელების სასარგებლოდ უღალატა.

"საკმაოდ რბილი ადამიანი ვარ. ხალხი ფიქრობს, რომ მე ბოსი, დიქტატორი ვარ. მაგრამ არ მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი. ვიმეორებ, რბილი ადამიანი ვარ. ჩემმა ცოლმა იცის ეს.

ახალ კლუბში მოსვლისას მიდგომა უნდა შეცვალო და ახალ კულტურას თანდათან შეეგუო. "მანჩესტერ იუანიტედში" ჩემი მუშაობის სტილი "ბაიერნსა" და ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობისგან განსხვავდება.

ჩემს ფილოსოფიაში რამდენიმე ასპექტია, რომელთაც ვეყრდნობი, მაგრამ მზად ვარ შევიცვალო და ჩემ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ როგორც მოთამაშეები, ისე ასისტენტები."
- განაცხადა ვან გაალმა.

ლუის სიტყვებს ადასტურებს "იუნაიტედის" კაპიტანი. რუნის თქმით ვან გაალი სულაც არ არის ისეთი, როგორადაც მას ჟურნალისტები მიიჩნევენ.

"ის ყოველთვის გახსნილია, მუდამ მზად არის ნებისმიერ თემაზე გესაუბროს - იქნება ეს საფეხბურთო თუ სხვა რამ. როცა საქმე ვარჯიშებს ეხება, 100%-ით მასზე ფიქრობს, მაგრამ შეგიძლია ნებისმიერ რამეზე ესაუბრო. ლუი კარგი ადამიანია და ფეხბურთელები მას ენდობიან." - განაცხადა უეინმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 მარტი 2015 21:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დიქტატორის არ ვიცი, მაგრამ ბოსი ნამდვილად არის. ჯერ მარტო პრეს-კონფერენციები რად ღირს ამის დასტურად. მე მომწონს ასეთი ტიპის მწვრთნელები. რბილი ადამიანი შეიძლება იყოს, მაგრამ რბილი მწვრთნელი სუსტ მმართველს ნიშნავს და ეს მხოლოდ აზარალებს გუნდსაც და კლუბსაც. ამ მხრივ მაინტერესებს გიგზი როგორი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
31 მარტი 2015 21:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მკაცრი არის, ზოგს მართლა მონსტრი ჰგონია მამენტ და არამგონია ეგეთი მასტი იყოს. პრინციპში ისეტი გამოხედვა აქვს კი ეგონებათ

ფეხბურთელებთანაც აკრგი ურთიერთობა აქვს, გუნდშიც წესრიგი დამყარდა რაც მაგრად აკლდა წინა წელს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მარტი 2015 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მგონია, რომ ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს...
0
№4
ავტორი: VaRdo
1 აპრილი 2015 01:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამის მუშაობას დადებითად შევაფასებ თუ დარჩენილ 8 ტურსაც ესე გაივლის როგორც ბოლ ო2 ტურს. შემდეგ წელს უკვე სერიოზული პროგრესი გვექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: AkkRed
1 აპრილი 2015 11:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რბილი მწვრთნელი რომ გყვავდა იმიტომ ვართ ეხლა ლიგაზე. იმიტომ არ მინდა ზუსტად გიგზი რომ ძაან რბილი ტიპაჟი მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top