"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი კრის სმოლინგი გამოტყდა, რომ რიო ფერდინანდის კლუბიდან წასვლის შემდეგ ლეგენდარული მცველის ფუნქციების შეთავსება სცადა.
რიო ფერდინანდი თავის მრავალი წლის პარტნიორთან, ნემანია ვიდიჩთან ერთად გამოემშვიდობა "იუნაიტედს" და ქპრ-ს მიაშურა.
კრისი თვლის, რომ მიმდინარე სეზონში თავისი კარიერის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და მზად არის გუნდის ძირითად მცველად იქცეს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წარმაოდგენდა ფერდინანდი.
"ლუი ვან გაალი ძალიან დამეხმარა, რადგან ყოველთვის ამბობდა, რომ ცენტრალური მცველები ბურთის ფლობისას აქტიურად უნდა ჩაერთონ თამაშში.
რიო იყო მცველი, რომლითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან საკუთარ თამაშში თავის ხასიათსა და ინდივიდუალურობას დებდა.
როცა წავიდა შევეჭიდე გამოცდას, რომლისთვისაც ყოველთვის ვიყავი მზად. მზად ვიყავი მისი ღირსეული შემცვლელი ვყოფილიყავი და მწვრთნელისთვის მეჩვენებინა, თუ რა შემეძლო." - განაცხადა სმოლინგმა.