"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და უკვე ერთ-ერთმა ელჩმა, ბრაიან რობსონმა, ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, გუნდის ახალწვეულზე ანდერ ერერაზე ისაუბრა.
მართალია, ბოლო დროს ხუან მატა უფროა ყურადღების ცენტრში თავისი კარგი თამაშით, მან თვის საუკეთესო პრიზიც კი მოიგო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მისი თანამემამულეც. ანდერი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და "ლივერპულის" კარში გატანილ პირველ გოლში ლომის წვლილიც მიუძღვის.
ოცდახუთი წლის ესპანელმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია იმ დონეზე თამაში, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკადრება. ერერა მაღალი სისწრაფეებით თამაშობს და ყოველთვის მზადაა ბურთის მისაღებად.
"ანდერმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ის ენერგიით სავსეა"- განაცხადა ბრაიანმა. "ის გამუდმებით მოძრაობს, აწუხებს მეტოქეს. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და დახმარება სჭირდება, რათა გამოამჟღავნოს ყოველ თამაშში ეს. ერერას ძალიან ბევრი რამ შეუძლია, თუმცა როგორც ყველას მასაც დრო დასჭირდა ადაპტაციისთვის. ის დაცვით ფუნქციებსაც იდეალურად ასრულებს, როდესაც მას ვუყურებ ვხედავ, რომ ანდერს მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის ყოველთვის მზად არის ბურთის მისაღებად და მე ეს ძალიან მომწონს."
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.