მადრიდის "რეალი" "ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენოთი ინტერესდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ეს ინფორმაცია გაახარებს, რადგან მადრიდული გრანდის სატრანსფერო სამიზნედ და იკერ კასილიასის შემცვლელად დიდი ხნის განმავლობაში "წითელი ეშმაკების" წამყვანი ფიგურა, დავიდ დე ხეა ითვლებოდა.
თუმცა Marca ირწმუნება, რომ "რეალმა" იკერის შემცვლელად გერმანელი ბერნდ ლენო დაისახა.
23-წლის ლენოს გამოსასყიდი თანხა 18 მლნ. ევროა - "რეალი" მზადაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის ალტერნატივად სწორედ "ლევერკუზენის" მეკარე განიხილოს.
შტუტგარტში დაბადებულ მეკარეს ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია გერმანიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი, თუმცა 21-წლამდელთა გუნდის მაისური 12-ჯერ მოირგო.