სტეფან დე ვრი აცხადებს, რომ არაფერი სმენია ზაფხულში მისდამი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის შესახებ.
23-წლის მცველი ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუი ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრების დაცვის ხაზის წამყვანი ფიგურა იყო.
ჰოლანდიელი მწვრთნელი კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარების შემდეგ თავისი შეგირდის გადაბირებას "ლაციოდან" აპირებდა.
თუმცა დე ვრიმ პრემიერ ლიგის 20-გზის ჩემპიონების მხრიდან მისდამი ინტერესი უარყო და განაცხადა, რომ რომში ბედნიერად გრძნობს თავს. "არაფერი მსმენია "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩემდამი ინტერესის შესახებ, თუმცა ვიცი, რომ მედია სხვა კლუბებთან მაკავშირებს. "ლაციოში" ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგად მიდის და მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული." - განაცხადა დე ვრიმ.
სტეფანმა მიმდინარე სეზონში "ლაციოს" რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე ჰოლანდიის ნაკრებში.