25-წლის მცველის მომავალი ტურინში ეჭვქვეშ დადგა, რამეთუ მისი შეძენა ევროპის წამყვან კლუბებს სურთ.
მატეო დარმიანის შეძენის მსურველთა რიცხვს მიეკუთვნება "მანჩესტერ იუნაიტედიც", სადაც გადასვლას იტალიური პრესა უწინასწარმეტყველებს.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკების" დაცვის სტატისტიკური მონაცემები და თამაში სეზონის დასაწყისთან შედარებით გაუმჯობესდა, ლუი ვან გაალი დაცვის ხაზის გაძლიერებას ჯერ კიდევ აპირებს.
შესაფერის კანდიდატად კი ახალგაზრდა მცველი მიაჩნია.
თავად "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი მზადაა სერია A დატოვოს.
"სეზონის ბოლოს ვნახავთ რა მოხდება. თუმცა ყველაფერი "ტორინოზეა" დამოკიდებული." - განაცხადა დარმიანმა.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.