"მანჩესტერ იუნაიტედს" იანვარში ხშირად უკავშირებდნენ ალექსანდრ დრაგოვიჩის სახელს. მრავალი ავსტრიული პრესა ირწმუნებოდა, რომ კიევის "დინამოს" ფეხბურთელი აუცილებლად შეუერთდებოდა ვან გაალის გუნდს.
The Daily Mirror-მა დრაგოვიჩის სახელი "იუნაიტედს" წინა კვირაშიც დაუკავშირა და მსგავსი ჭორები ალბათ არ შეწყდება, სანამ ფეხბურთელი კიევს არ დატოვებს. ასეთი რამ კი ზაფხულში მოხდება, რადგან 24-წლის ფეხბურთელს კარიერიაში წინსვლა სურს.
სანაკრებო შესვენების დროს მოთამაშეს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მხრიდან ინტერესზე ჰკითხეს, დრაგოვიჩმა კი უპასუხა: "მოვიტყუებ თუ ვიტყვი, რომ ჩემს ზურგს უკან არაფერი ხდება... მაგრამ მაგიდაზე ჯერ არავითარი კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია, ამიტომ დეტალებში ჩაღრმავება არ ღირს."
ალექსანდრს ისიც ჰკითხეს, ფიქრობდა თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე, მან კი შემდეგ პასუხი გასცა: "ჯერ არა, მაგრამ მომავალში ვიფიქრებ. არა, სერიოზულად, ვიცი რა დონეზეც თამაშობენ ტოპ-კლუბებში მცველები და რა კონკურენციაც ხვდებათ მათ."