რადამელ ფალკაო "მანჩესტერ იუნაიტედში" კარგ ხასიათზე დაბრუნდება, რამეთუ აბუ დაბიში ქუვეითის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ კოლუმბიის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა რიცხს შეუერთდა.
თავდამსხმელმა 24-ე გოლი, რომელმაც არნოლდო იგუარანის მიერ 24 წლის წინ დამყარებული აბსოლუტური რეკორდი გაიმეორა, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა, რომელიც თავად გამოიმუშავა.
ფალკაომ მარცხენა კუთხეში გაიტანა, რითაც ბაჰრეინის დამარცხებიდან 4-დღის შემდეგ, სადაც რადამელმა დუბლით გამოიჩინა თავი, მისი ქვეყნის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში 3-1 გამარჯვება მოუპოვა.
სამხრეთ ამერიკელი "მუჰამედ ბინ ზეიდ სტედიუმზე" გუნდის კაპიტნის რანგში ასპარეზობდა.