"პსვს" გარემარბ, მემფის დეპაის აგენტმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი "იუნაიტედთან" კონტრაქტს არ გააფორმებს.
21 წლის მემფისს, რომელმაც 24 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ვან გაალის მთავარ სამიზნედ მოიაზრებენ, რომელთან ერთადაც დიდ წამატებას მიაღწია მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაში.
ჭორების მიხედვით, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია დეპაის შეძენაში, რადგან ვან გაალთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა დეპაის აგენტი, კრის პლუგსი ყველა არსებულ ინფორმაციას უარყოფს.
"არა. არსებობს უამრავი ჭორი, მაგრამ ჩვენ პსვ-სთან კონტრაქტი გვაკავშირებს და მის ამოწურვამდე ეინდჰოვენში დავრჩებით, არ გაგვიმართავს მოლაპარაკება არც ერთ კლუბთან."
"მათ (დეპაის და ვან გაალს) ჩამოუყალიბდათ კარგი ურთიერთობა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს, მაგრამ მას შემდეგ არ ჰქონიათ კონტაქტი" - განაცხადა პლუგსმა Daily Mail-თან ინტევრიუში.