მადრიდის "რეალში" იჯარის წესით გადასვლის შემდეგ ხავიერ ერნანდესმა მოედანზე მხოლოდ 590 წუთი ითამაშა, რაც მის უკმაყოფილებას იწვევს.
მექსიკის ნაკრების ფორვარდი, რომელმაც ეკვადორთან შეხვედრაში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, მადრიდში გადასვლის შემდეგ მეორეხარისხოვან ფეხბურთელად იქცა.
26-წლის ერნანდესი აცხადებს, რომ მისმა მდგომარეობამ თავდაჯერებულობაზე გავლენა მოახდინა.
"ჩემი სიტუაცია იმედს მიცრუებს. ვარჯიშებზე სრულად ვიხარჯები, მაგრამ, როცა საქმე მატჩებზე მიდგება, მინიმალური შანსები მეძლევა. გუნდში ვარ, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არ ვარ, განსაკუთრებით თამაშების დროს.
თავდაჯერება მიმდაბლდება, თუმცა ვცდილობ შევინარჩუნო მათი მხარდაჭერით, ვინც ჩემს გვერდით იმყოფება." - განაცხადა ერნანდესმა.
გასულ სეზონში ხავიერი სულ ექვსჯერ გამოვიდა "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში და ესეც იმედს უცრუებს ფეხბურთელს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი შანსის მიღება და იმის ცოდნაა, რომ შენი სჯერათ, მაგრამ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ყველაფერი ჩემდა სამწუხაროდ ვითარდება.
უნდა მოიძებნოს ხალხი, ვისაც ჩემი სჯერა და მაშინ დავამტკიცებ, გამოვდგები თუ არა ამ თუ იმ საქმისთვის." - დაასრულა ხავიერმა.