A bola ირწმუნება, რომ ლისაბონის "სპორტინგი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ლუიშ ნანის შეძენას არ ეცდება.
პორტუგალიელი ვინგერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, თუმცა "სპორტინგი" მის გამოსყიდვას არ ეცდება, რადგან ფეხბურთელში მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლია.
გარდა ამისა, ლისაბონური კლუბი ვერც იმ 5 მლნ. ფუნტის გადახდს სწვდება, რომელსაც ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით ითხოვს და რომელსაც "წითელი ეშმაკები" შეთანხმების თანახმად მიმდინარე სეზონში თავად იხდიან.