ეკვადორელმა ანტონიო ვალენსიამ თავის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად შეხვედრა წააგო, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჩიჩარიტომ გაიტანა.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვალენისამ პირველად დაჰყო საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში სრული 90 წუთი, მაგრამ ამან გუნდს სარგებელი ვერ მოუტანა.
ჩიჩარიტოს მიერ მე-14 წუთზე გატანილი გოლი დაუჯერებლად ლამაზი გამოდგა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რომელიც ამჟამად "რეალში" ასპარეზობს იჯარის წესით, მესიკის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ჰარედ ბორჰეტის რეკორდს უახლოვდება. ხავიერს 8 გოლი აშორებს თავისი ქვეყნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის სტატუსამდე.
მექსიკა გამარჯვებას მეკარე ხესუს კორონესაც უნდა უმადლოდეს, რომელმაც სამჯერ მოიგერია ეკვადორელთა თავდამსხმელის მილერ ბოლანოსის დარტყმული, მათ შორის 71-ე წუთზე პენალტიც. 10 წუთის შემდეგ ჩიჩარიტოს კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.
ანტონიო და ეკვადორი მომდევნო მატჩს ელოდებიან: ოთხშაბათს მათ წინააღმდეგ არგენტინა ითამაშებს, რომელთა შემადგენლობაში ანხელ დი მარია და მარკოს როხო იქნებიან.
არგენტინა - სალვადორი
ანხელმა სალვადორის წინააღმდეგ მატჩი მარჯვენა ფლანგზე დაიწყო, საიდანაც თავისი ნაკრების პირველი გოლის ორგანიზება მოახდინა: ევერ ბანეგას მიერ დარტყმული სალვადორის ნახევარმცველ ნესტორ რენდეროსისგან რიკოშეტის შემდეგ გოლად გარდაისახა.
დი მარიამ მოედანი 73-ე წუთზე დატოვა, ხოლო მისმა შემცვლელმა ფედერიკო მანკუელომ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მეორე გოლი გაიტანა.
მარკოს როხო ამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ანხელი კი გუნდს კაპიტნობდა.
ბელგია - კვიპროსი
მარუან ფელაინისთან ერთად ბელგიის ნაკრებმა მარტივად დაამარცხა კვიპროსის ნაკრები: მატჩის ანგარიში - 5:0 მარუან ფელაინი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დუბლით გამოირჩა. ამ გამარჯვებამ მარკ ვილმოტსის გუნდს საშუალება მისცა შესარჩევი ციკლის სატურნირო ცხრილში კვიპროსის ნაკრებისთვის გადაესწრო.
მარუანი 69-ე წუთზე შეცვალეს. ფელაინის სათამაშო ფორმა სასიხარულოა როგორც ნაკრებში, ისე კლუბში: ბელგიელი სანაკრებო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო მარტის თვეში მან "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.
ბელგიის ნაკრების მომდევნო მატჩი უფრო რთული იქნება: მათ გასვლა ელოდებათ ისრაელში. ისრაელის ნაკრებმა უელსთან არასასიამოვნო მარცხი განიცადა - ორჯერ გაიტანა გარეტ ბეილმა, ერთი გოლი კი აარონ რემზის ანგარიშზეა.
ჰოლანდია - თურქეთი
ჰოლანდიის ნაკრებს დამატებით დროში გოლის გატანა დასჭირდა იმისთვის, რომ თურქებთან ფრე მაინც ეთამაშა.
შეხვედრის პირველი გოლი "გალათასარაის" თავდამსხმელ ბურაქ ილმაზის ანგარიშზეა. 92-ე წუთზე კი სნეიდერმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
დეილი ბლინდმა მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა.
სამწუხარო ფრე ნიშნავს, რომ ჰოლანდიის ნაკრები ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს თავის ჯგუფში მესამე ადგილზე მაღლა ასვლას. ჰოლანდიელები მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ინგლისი - ლიტვა
რუნი სულ უფრო მიუახლოვდა ინგლისის ნაკრებში გოლების რეკორდულ რაოდენობას.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა "უემბლიზე" ლიტვის ნაკრებს გაუტანა. ახლა მის ანგარიშზე 47 გოლია, ხოლო რეკორდსმენ სერ ბობი ჩარლტონს 49 გოლი აქვს გატანილი.
შეხვედრების მეექვსე წუთზე რუნიმ ანგარიში გახსნა. ასევე თავი გამოიჩინეს უელბეკმა, სტერლინგმა და კეინმა.
4:0 ანგარიში ინგლისელებს ჯგუფში პირველ ადგილს უნარჩუნებს.
მაიკლ კერიკმა და ფილ ჯონსმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს, ხოლო კრის სმოლინგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ინგლისს წინ იტალიელებთან აქვს მატჩი - ამხანაგური შეხვედრა სამშაბათს შედგება.
ესპანეთი - უკრაინა
სათადარიგოთა სკამზე დარჩა დავიდ დე ხეაც. ესპანეთის ნაკრებმა კი უკრაინა ალვარო მორატას მიერ 27-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა. "წითელი ფურია" მომდევნო მატჩში ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდება.
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.