ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
როგორც იცით, ამ კვირაში ყველაფერი ჩვეულებრივთან შედარებით მშვიდად იყო სანაკრებო შესვენების გამო. რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ, რათა ფორმა შეგვენარჩუნებინა. ვემზადებით შემდეგი მატჩისთვის: "ოლდ ტრაფორდზე" რამდენიმე დღეში "ასტონ ვილა" ჩამოვა.
სეზონის უკანასკნელი ეტაპი იწყება, მხოლოდ 8 ტურიღა დაგვრჩა - 8 უმნიშვნელოვანესი მატჩი, საბოლოო შედეგის დასაფიქსირებლად.
პირადად მე ვფიქრობ, რომ მიზნად მოგება უნდა დავისახოთ და დარჩენილ შეხვედრებშიც რაც შეიძლება მეტი დავასრულოთ წარმატებით. ჩვენ კალენდარს გადავხედე და აპრილში 4 ძალიან რთული მატჩი გველის: "ასტონ ვილასთან", "მანჩესტერ სიტისთან", "ჩელსისთან" და "ევერტონთან". ყველა მათგანი კარგი გუნდია და ჩვენ გვსურს დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ასეთი რთული სიტუაციიდანაც კი თავის დაღწევა. ჩვენ შეგვწევს ძალა დავამარცხოთ ისინი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ გულშემატკივრებს, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებისათვის. ამ თვის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, რაც გვეხმარებოდა თვითრწმენის გაძლიერებაში. მე ამას სულ ვამბობ , რომ თქვენი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის!
ბევრი მეკითხება ესპანეთის ნაკრებზე. გამიმართლა, როცა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდი, მონაწილეობის მიღება ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ჩემპიონატებში, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მახარებს თამაში ეროვნულ ნაკრებისათვის, ისევ ისე როგორც პირველ დღეს მიხაროდა. დარწმუნებული ვარ კარიერის პიკთან ახლოს ვარ, ველოდები მომენტს როდესაც შევძლებ ნაკრებს ჩემი თამაშით წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ყოველ დღე ვმუშაობ ამისთვის, ვვარჯიშობ და ვთამაშობ თავდადებით, ვცდილობ ყველას დავანახო თუ რა შემიძლია. ამის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ირჩევს შემადგენლობას მატჩისათვის. ახლა თავისუფალ დღეები მაქვს და მათ სავარჯიშოდ ვიყენებ. , თუმცა პერიოდულად მაინც ვისვენებ.
ახლა ასტურიასიდან გწერთ, ადგილიდან სადაც ფეხბურთისგან ვისვენებ. სახლში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა შანსი ვნახო ოჯახი, მეგობრები და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის წინ ენერგია შევივსო. ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს ადგილი, გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ. ვიცი ძალიან მოგეწონებათ და ჩემი მადლიერები დარჩებით....
მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ.... წასვლის წინ მინდა შემოგთავაზოთ პატარა ფოტო კოლაჟი, რომელიც თქვენს მიერ "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვების ამსახველი სურათებისგან შედგება. ძალიან ბევრ კარგ ნამუშევარს გადავაწყდი ინტერნეტში და ეს მხოლოდ მცირედია. ამით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ!
გეხვევით!
ხუანი.