"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "მილანის" ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი, რომელიც ვან გაალთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.
30 წლის ჰოლანდიელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რაც "იუნაიტედს" საშუალებას აძლევს ფეხბურთელი უფასოდ გაიფორმოს. "ESPN"-ს ცნობით დე იონგის მიმათ ინტერესს "იუვენტუსიც" იჩენს, თუმცა ფეხბურთელი არჩევანს "იუნაიტედზე" შეაჩერებს, იმ შემთხვევაში თუ კვირაში £80,000 -ს მიიღებს.
დე იონგი იუნაიტედის ნახევარდაცვას ფელაინთან ერთად უფრო მეტ აგრესიას შემატებს, რაც გუნდის წარმატებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ 2009-2012 წლებში ნაიჯელი "მანჩესტერ სიტის" ღირსებასაც იცავდა.