ცნობილმა ჰოლანდიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა პატრიკ კლუივერტმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვან გაალის ასისტენტობა შეეძლო.
სწორედ კლუივერტი იყო ჰოლანდიის ნაკრებში ვან გაალის ასისტენტი, თუმცა შემდეგ მათი გზები გაიყარა.
პირველ რიგში იმიტომ, რომ კლუივერტმა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყება ისურვა, მეორე რიგში იმიტომ, რომ ვან გაალი რაიან გიგზის კანდიდატურის დაბლოკვას ვერ შეძლებდა.
"ლუის სურდა, რომ ჩემი ფუნქციები რაიან გიგზს შეესრულებინა და მისი მესმის - სურდა ახლოს ისეთი ვინმე ყოლოდა, ვინც კლუბს კარგად იცნობდა.
ასევე ლუიმ მითხრა: "პატრიკ, დრო მოვიდა თავად დადგე ფეხზე". სწორედ ამიტომ არ წავედი "მანჩესტერ იუნაიტედში".
მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე სხვა ნაბიჯი გადავდგი და მომავალში კარგი კლუბის ჩაბარებისთვის მას იდეალურად მივიჩნევ." - განაცხადა კლუივერტმა.
კლუივერტმა რამდენიმე დღის წინ კიურასაოს ნაკრები ჩაიბარა, რომელიც FIFA-ს რეიტინგში 160-ე ადგილზე იმყოფება. კარიბის ზღვის ამ რეგიონიდან წარმოშობით პატრიკის დედა გახლავთ.