"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს "იუვენტუსი" მას დაუკავშირდა.
პრესა ირწმუნება, რომ "წითელმა ეშმაკებმა" საბოლოოდ გადაწყვიტეს საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ კოლუმბიელთან განშორება.
ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ხმები, თითქოს 29-წლის ფორვარდი, რომელმაც 22 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა, ახალ კლუბს ეძებს, თუმცა "იუვენტუსთან" კავშირი ფალკაომ უარყო.
"იუვენტუსი" ჩემი შეძენის პრეტენდენტია? ბევრ რამეს წერენ, მაგრამ მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვარ კონცენტრირებული.
სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა და იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება." - განაცხადა კოლუმბიელმა.