"ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ აღიარა, რომ მას ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოსკოვში ჯერ კიდევ მის მეხსიერებაშია.
"რა თქმა უნდა, ამ ინციდენტზე ახლა გაცილებით ნაკლებს ვფიქრობ, მაგრამ ხანდახან ღამით ვიხსენებ. ვფიქრობ ჩემს შეცდომაზე და ვგრძნობ, რომ ფინალში დამარცხებაზე პასუხისმგებელი მე ვარ."
"ყველაზე საშინელი მომენტი კი ის გახლდათ, რომ ფინალის შემდეგ ინგლისის ნაკრებში "იუნაიტედის" ფეხბურთელებთან უნდა დავმჯდარიყავი. როცა მათთან ვიყავი, უბრალოდ ვეწეოდი. ეს ჩემთვის საშინელი დრო იყო."-განაცხადა ინგლისელმა