"იუნაიტედის" შეთავაზების შემთხვევაში გარეტი კლუბს გამოიცვლის.
გარეტ ბეილის მადრიდული ოცნება მიმდინარე სეზონში კრიტიკის ქვეშ მოექცა. ბოლო ცხრა მატჩში მან მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.
25-წლის უელსელი მზადაა მადრიდში კიდევ ერთი სეზონი დაჰყოს, რათა თავის ჯილდოთა რიცხვს ტიტულები შემატოს, მაგრამ პრესა ირწმუნება, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში ის კლუბს გამოიცვლის.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბეილით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როცა გარეტი "ტოტენჰემში" თამაშობდა, თუმცა მაშინ მისი შეძენა ვერ მოახერხა.
უელსელმა 2013 წელს 85.3 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ (სარეკორდო თანხა) ესპანურ კლუბს მიაშურა.
ბეილმა პირველივე სეზონში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ფინალურ შეხვედრაში მისმა გოლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა მიმდინარე სეზონში მისი კარიერა საუკეთესოდ ნამდვილად არ ვითარდება.
კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მხარდაჭერის მიუხედავად ბეილი ხშირად ექცევა გულშემატკივართა კრიტიკის ქვეშ - "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში გარეტს უსტვენდნენ, ხოლო ელ კლასიკოს მატჩის შემდეგ მის "ბენტლის" მარკის ავტომობილს ფეხი დაარტყეს.
ეს ერთ-ერთი მიზეზია კლუბის დატოვებისა. გარეტს სურს თავის ორი წლის ქალიშვილს განათლება ბრიტანეთში მიაღებინოს, ამიტომ სახლში დაბრუნებას გეგმავს. ბეილი უახლოეს 18 თვეში პრემიერ ლიგაში დაბრუნება და შესაძლოა უფრო მალეც, იანვარში, თუკი "იუნაიტედი" შესაფერის თანხას გადაიხდის.
წყარო:
mirror