ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ის "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს, თუ მისდამი ნდობას დაკარგავენ.
ხშირად ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, თითქოს ვან გაალის ხელმძღვანელობით რაიან გიგზიც კი იყო უკმაყოფილო, მაგრამ ლუის სიტყვები გავრცელებულ ინფორმაციას სულაც არ შეესაბამება.
ვან გაალს გუნდში ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ანხელ დი მარია, უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, ხუან მატა, რადამელ ფალკაო და სხვა ვარსკვლავები არიან.
რამდენიმე მათგანს ხშირად უხდებოდა სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა, ხოლო კაპიტანი ხშირად თამაშობდა თავისთვის შეუფერებელ პოზიციაზე, რამაც პრესას მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის არსებული ცუდი ურთიერთობის შესახებ ჭორების დაწერის საბაბი მისცა.
"როცა ვხედავ, რომ ჩემსა და ფეხბურთელებს შორის კარგი დამოკიდებულებაა, პრობლემა არ მაქვს.
რა თქმა უნდა, გვაქვს მომენტები, როცა იმედები გვიცრუვდება, მაგრამ უნდა გადავრჩეთ და ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების გვჯერა.
მახსოვს დრო, როცა აზ-ში ვიყავი, ჰოლანდიის ძალიან პატარა კლუბში. ჩემს პირველ სეზონში მეორე ადგილზე გავედით, მეორე სეზონში მესამეზე, მესამეში კი მეთერთმეტეზე.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. მაგრამ ისინი ჩემს სახლში მოვიდნენ და მთხოვეს დავრჩენილიყავი. ასე რომ, ვუთხარი "კარგი, დავრჩები" და მეოთხე წელს ჩემპიონები გავხდით.
როცა ვხედავ, რომ მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის დამოკიდებულება ფუჭდება, მაშინ მივდივარ.
საკითხავიც კი არაფერია, მე თავადაც შემიძლია წასვლა. ეს ჩემი პირველი სეზონია აქ და ჯერ კიდევ შემიძლია ტიტულის მოგება, თუმცა ყველაფერი "ჩელსიზეა" დამოკიდებული. ჩვენ კი მხოლოდ ის უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ. ოთხეულში წელს უფრო მეტ ხანს ვიყავით, ვიდრე "არსენალი". ეს სიმართლეა." - განაცხადა ვან გაალმა.