"ლივერპულმა" მემფის დეპაის შეძენაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა.
"პსვ ეინდჰოვენის" შემტევმა ფეხბურთელმა მემფის დეპაიმ, რომელსაც კლუბი 20 მლნ. ფუნტად აფასებს და რომელიც "საუთჰემტპონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ჰოლანდიის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად" შეაფასა, მსოფლიო ჩემპიონატზე ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა.
აწ უკვე "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გაალს სჯერა, რომ მემფისის შეძენას მოახერხებს, თუმცა ფეხბურთელს "ლივერპული" უფრო მიუახლოვდა.
"მერსეისაიდელების" სკაუტები ორი წლის განმავლობაში აკვირდებიან დეპაის და მასთან და მის აგენტთან ალექს კროესთან ახლო ურთიერთობა აქვთ.
"ლივერპულის" დელეგაცია მიმდინარე სეზონში ყოველ თვეში ესწრებოდა "პსვ"-ს მატჩებს და კროესთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს მართავდა.
ჰოლანდიელით "ტოტენჰემიც" ინტერესდება, მაგრამ დეპაის მეგობრები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი "ლივერპულში" გადავა.