რობინ ვან პერსის, ფილ ნევილისა და დარენ ფლეთჩერის შვილები შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" მომავალი ვარსკვლავები გახდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა ნევილმა და ფლეთჩერმა და "წითელი ეშმაკების" რიგებში ჯერ კიდევ მოთამაშე რობინ ვან პერსიმ გადაწყვიტეს, რომ მათი შვილების განვითარებას "სიტის" აკადემია უფრო შეეფერება.
თუმცა უცნობია რატომ გადაწყვიტეს ფეხბურთელებმა ასეთი რამ, როცა "იუნაიტედთან" მათ ასეთი კავშირი აქვთ.
შესაძლოა ეს იმას უკავშირდებოდეს, რომ "სიტის" აკადემია გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობს ახალგაზრდებს განვითარებისთვის. მიმდინარე სეზონის დასაწყისში პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა 200 მლნ. ფუნტის ღირებულების ბაზა გახსნეს.
"სიტის" ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი იმავე პრინციპებზე იზრდება, რაზეც პირველი გუნდი. ეს მათ აღზრდასა და პირველ გუნდთან ადაპტირებას აიოლებს.