"წითლები" ნაკრებში.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი კიდევ უფრო მიუახლოვდა სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს, რამეთუ "უემბლიზე" ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ თავის გამოჩენა მოახერხა.
როი ჰოჯსონის გუნდი უეინმა მატჩის დაწყებიდან
6 წუთის შემდეგ დააწინაურა, როცა უელბეკის დარტყმის შემდეგ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაარტყა. რუნიმ 47-ე გოლი გაიტანა, რაც მხოლოდ ორით აშორებს სერ ბობის რეკორდის განმეორებამდე, ხოლო გარი ლინეკერის გოლამდე - ერთით.
კაპიტანს მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ინგლისმა ორ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და თავი "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა დენი უელბეკმა გამოიჩინა. რუნიმ ერთი გოლი რაჰიმ სტერლინგსაც გაატანინა, რითაც ანგარიში 3-0 გახდა, 72-ე წუთზე კი რუნი დებიუტანტმა ჰარი კეინმა შეცვალა, რომელმაც პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება მაიკლ კერიკსა და ფილ ჯონსს, ორივე მათგანმა სრული მატჩი ჩაატარა, ხოლო კრის სმოლინგი მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში არ ჩართო. ინგლისელები მომდევნო მატჩში იტალიის ნაკრებს ხვდებიან.
სათადარიგოთა სკამზე დარჩა და თამაში ვერ ჩაატარა ვერც დავიდ დე ხეამ, რომლის ეროვნულმა ნაკრებმა 1-0 იმარჯვა და მომდევნო მატჩს ამსტერდამში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, სადაც სავარაუდოდ დავიდი და დეილი ბლინდი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
წყარო:
manutd.com