მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი კიპერი პეპე რეინა მიიჩნევს, რომ დავიდ დე ხეას "იუნაიტედის" დასატოვებლად არანაირი მიზეზი არ აქვს.
დავიდს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" 2012 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა თავდაპირველად პრემიერ ლიგაში ადაპტაციისათვის დრო დასჭირდა. თუმცა ამჟამად იგი ლუი ვან გაალის გუნდში ერთ-ერთ ძირითად ფეხბურთელად ითვლება.
ბოლო ორი შესანიშნავი სეზონით, სადაც ესპანელმა არაერთი ბრწყინვალე მატჩი აჩვენა ისეთი გრანდების ყურადღება მიიქცია, როგორიც მადრიდის "რეალია".
"დავიდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. წელს ის შესანიშნავია."-განაცხადა რეინამ
"გამორიცხული არ არის, რომ მადრიდის "რეალი" ამჟამად ახალ მეკარეს აქტიურად ეძებს. დავიდ დე ხეა კი მათი სასურველი სამიზნეა, თუმცა ვფიქრობ რომ ის "იუნაიტედში" ასპარეზობით ძალიან ბედნიერია."