"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიუხედავად გულშემატკივრების მიერ გარკვეული ეჭვებისა, არგენტინელი ვინგერის ანხელ დი მარიას შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჭორების მიხედვით, გასულ უიქენდზე "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალს არგენტინელთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც შესაძლოა ანხელმა კლუბი დატოვოს.
ამავე დროს, დი მარიას შეძენით "პსჟ" ჯერ კიდევ დაინტერესებულია. სავარაუდოდ იგი მანჩესტერში თავს კომფორტულად არ გრძნობს, რაც სეზონის მეორე ნახევარში მის თამაშზეც აისახა.
თუმცა ESPN იუწყება, რომ მანჩესტერული კლუბი გასულ ზაფხულში 59.7 მლნ. ევროდ შეძენილი ვინგერის დათმობას არ აპირებს. "პსჟ"-ს ყველა შემოთავაზება უარყოფილი იქნება.
ამასთანავე პრესა "იუნაიტედის" შესაძლო ტრანსფერებს ასახელებს. მანჩესტერული კლუბი "ბორუსიას" მცველის მატს ჰუმელსისა და "მილანის" ჩამშლელის ნაიჯელ დე იონგის შეძენას აპირებენ. ამ უკანასკნელს მილანურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ხოლო სკაუტები კი კიევის "დინამოს" მცველის ალექსანდრ დრაგოვიჩს აქტიურად აკვირდებიან.