თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2015, 09:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1555,
კომენტარები: 9
ბლინდი: "იუნაიტედში" თამაში მეხმარება"
დეილი ბლინდი "იუნაიტედში" გადასვლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ბლინდი:
დეილი ბლინდს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ განვითარდა, როგორც ფეხბურთელი.

ჰოლანდიელმა "აიაქსთან" 16-წლიანი კავშირი გაწყვიტა და ლუი ვან გაალის გუნდს შეუერთდა, სადაც ის მწვრთნელის ნდობით სარგებლობს.

"წითელი ეშმაკების" რიგებში ბლინდის სტარტი უიღბლო გამოდგა, რადგან ფეხბურთელი მუხლის ტრავმამ შეაწუხა, რომელმაც 7 კვირა გამოატოვებინა.

25-წლის დეილი გამოჯანმრთელებისთანავე დაუბრუნდა სასტარტო შემადგენლობას, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელშიც "იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" და "ლივერპული" დაამარცხა, ბლინდმა მარცხენა მცველის როლი მოირგო.

"პრემიერ ლიგაში აუცილებლად უნდა გაიზარდო," - აცხადებს ბლინდი.

"უკვე აღვნიშნე, რომ რიტმი აქ ძალიან მაღალია. მატჩები უბრალოდ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ჰოლანდიაში. ეს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მე და ჩემს კარიერას წაადგება.

როცა საკუთარ თავს ავითარებ, უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ხდები და სწორედ ეს მსურს - გავუმჯობესდე ყოველდღე, ვისწავლო უფრო მეტი. ეს კი თამაშით უნდა მოახერხო."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
28 მარტი 2015 09:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ცოტა ნაკლი კი აქვს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც კარგია. იმედია ძალიან მალე ჩამოყალიბდება სრულყოფილ ფეხბრუთელად.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 მარტი 2015 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფიზიკურად თუ კიდე მოძლიერდება ნახევარდავცაშიც უკეთესი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ჯობია ალბათ ისევ მარცხენა მცველად იდგეს, რადგან კერიკი-ერერა მშვენიერ დუეტს ქმნიან.
0
№3
ავტორი: AkkRed
28 მარტი 2015 10:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

მერე შოუ დაიჩაგრება, მგონი კარგა ხანი ასეთი შემადგენლობა არ გყვოლია ერთი მეორეს გამო რომ დაიჩაგროს. თან ყველა ეხლა რომ ათამაშდა ორმაგად რთულია ერთი მეორეს ამჯობინო
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 მარტი 2015 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
შოუს გამო აკო მთლიან ნახერდაცვას ვერ გავწირავთ. ძლივს ათამაშდა ნახევარდაცვა და ეხლა მაგათი "დაშლა" და ბლინდის აწევა ძაან უაზრობა იქნება. თუ არადა ხანდახან ბლინდიც დაისვენებს ხოლმე smile
0
№5
ავტორი: AkkRed
28 მარტი 2015 10:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

გასული წლის შოუ მირჩევნია 10 თავით მარცხენა ფლანგზე დღევანდელ ბლინდს, მირჩევნია ბლინდი დაჯდეს ვიდრე შოუ. კაი აფეთქება იცის შოუმ თან უფრო სწრაფია და უფრო ჯანზეა, კარგი ტექნიკა აქვს ნუ ჩაწოდებებში ცოტა დაეწუნება, მაგრამ გამოსწორებადია. ერთი ბლინდის ფინტისთვის არ მინდა რომ შოუ სკამზე დარჩეს, მაგრამ მაინც დარჩება ბლინდი ხომ ჰოლანდიელია no
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 მარტი 2015 11:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბლინდი მარცხენა ფლანგზე დატოვოს რა, არ გვინდა ცენტრში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Macklemore
28 მარტი 2015 14:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
წარმატებები ბლინდს, მართლაც მშვენიერი ფეხბურთელია.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
28 მარტი 2015 18:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანამ გაიზრდები ჯანზე მოდი ცოტა wink
0
№9
ავტორი: Mufc7
30 მარტი 2015 02:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დაე, გაუმჯობესდე და ისწავლო უფრო მეტი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top