ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, რამაც "ლივერპულს" ბურთის ფლობის უპირატესობა წაართვა, რაც მათთვის ასეთი მნიშვნელოვანია. "იუნაიტედი" შესანიშნავად უტევდა, ერთი სიამოვნება იყო ამის ყურება.
ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან მჭიდროდ თამაშობს უბურთოდ. და ეს კარგია. არ შეიძლება ბურთის ფლობის დროს მჭიდროდ ითამაშო. ვიდეოფრაგმენტზე ჩანს, როგორ ნაწილდებიან ფეხბურთელები. უბრალოდ ფანტასტიკაა. რა გააკეთეს? "ლივერპულს" მოედანი იმდენად ფართო ეჩვენა, რომ ყოველთვის მოწინააღმდეგის დაწევა უხდებოდათ.
"იუნაიტედი" დარწმუნდა, რომ კერიკი ჯონსსა და სმოლინგთან ერთად ყოველთვის ქმნიდა სამკუთხედს, რაც კოტრშეტევის თავიდან არიდების საშუალებას იძლეოდა. შეხედეთ: ბლინდი და იანგი ფლანგზე. სეზონის დასაწყისში ფლანგის მცველები ძალიან ახლოს თამაშობდნენ ცენტრალურ ზონასთან, რაც პრობლემებს ქმნიდა. ამ მატჩში კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს "იუნაიტედს" მოედანზე 13-14 ფეხბურთელი ჰყავს. და ეს შესანიშნავი იყო. "იუნაიტედი" მომთმენი იყო. აქვე ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის მაიკლ კერიკი. მაიკლი ცენტრალურ მცველებსა და დანარჩენ ნახევარმცველებს შორის იმყოფებოდა, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ვფიქრობ, ამჟამად "ლივერპულის" თამაშზე ყველაზე დიდ გავლენას ფილიპე კოუტინიო ახდენს. მერედა, რა გააკეთა მან ზედიზედ მას შემდეგ, რაც გუნდის ტაქტიკა შეიცვალა? კოუტინიო იჭრებოდა თავისუფალ ზონაში, რადგან სტარიჯი და სტერლინგი მცველების ყურადღებას იპყრობდნენ. ასეთ პოზიციაზე ყოფნისას კოუტინიო საკუთარ თავს ბრწყინვალედ წარმოაჩენდა.
როგორ ებრძოდა ამას "მანჩესტერ იუნაიტედი" და კერძოდ მაიკლ კერიკი? ამ ზონაში ფილიპესთან ერთად რჩებოდ. (2:06) თუ ამ მომენტს შევხედავთ, კერიკი საკუთარი გუნდის კარის სიახლოვეს დგას და კოუტინიოს შეტევის არავითარ საშუალებას არ აძლევს. (2:16) მაიკლი ასეთი მნიშვნელოვანი იყო "ლივერპულთან" მატჩში. კოუტინიოს ცენტრალური ზონიდან ნახევარდაცვასა და ფორვარდებს შორის შეტევის ყოველგვარი შესაძლებლობა წაართვა. შესანიშნავი სამუშაო.
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.