ხუან მატამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
ესპანელმა ნახევარმცველმა "ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა და "იუნაიტედს" ოთხეულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. ეს გამარჯვენა "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემის" დამარცხებას მოჰყვა, რომელშიც მატა ასევე შესანიშნავად ასპარეზობდა და სტადიონი ოვაციების ფონზე დატოვა.
მატას მხარდამჭერთა სიას "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე ქომაგებიც შეუერთდნენ და ხუანმა ხმათა 51% მიიღო.