თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2015, 18:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1741,
კომენტარები: 10
რუნი რეკორდის შესახებ საუბრობს
უეინ რუნი რეკორდზე ფიქრობს.
რუნი რეკორდის შესახებ საუბრობს
უეინ რუნის მხოლოდ 4 გოლის გატანა დარჩა იმისთვის, რომ ნაკრებში ბობი ჩარლტონის მიერ ნაჩვენებ შედეგს (49 გოლს) აჯობოს და ამის შესაძლებლობა კაპიტანს უახლოეს მატჩებში, ლიტვისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ მიეცემა.

"ნათელია, რომ მასთან ახლოს ვარ და თუ მოვახერხებ, ეს იქნება ფანტასტიური მოვლენა, რომლითაც ვიამაყებ. იმედი მაქვს ეს მალე მოხდება. კონცენტრაცია უნდა მოვახდინო საკუთარ ქმედებებზე და ვაჩვენო საუკეთესო თამაში, გოლები კი თავისით მოვა." - განაცხადა რუნიმ.

რუნი ბობი ჩარლტონს ხშირად ესაუბრება, მაგრამ ამ თემას არასდროს ახსენებს.

"მას ხშირად ვესაუბრები კლუბში, განსაკუთრებით მატჩების შემდეგ. მაგრამ არ მინდა მისი წყენინება და არ ვეუბნები, რომ მალე მოვხსნი რეკორდს. საქმიან რჩევებს ყოველთვის მაძლევს, ჩვენი საუბრები კი საინტერესოა."

როი ჰოჯსონმა მისი ნაკრების კაპიტანზე შემდეგი რამ განაცხადა:

"მოხარულები ვართ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" რუნი თავდამსხმელის პოზიციას დაუბრუნდა, რადგან სწორედ იქ ვაპირებთ მის გამოყენებას."

თავად უეინიც მოხარულია.

"დარწმუნებული ვარ, იქნება მატჩები, სადაც ვან გაალს ნახევარდაცვაში ჩემი დაბრუნება მოუნდება, მაგრამ თავდასხმაში თამაში და გოლების გატანა მომწონს. ეს მატჩების მოგებაში გვეხმარება."

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
27 მარტი 2015 18:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება უეინს <3

უმაგრესი იქნება ამის გაკეთება დღესვე თუ შეძლო ;დდ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 მარტი 2015 18:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მხოლოდ ამის გოლის გამო უნდა ვუყურო დღეს ამ თამაშს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
27 მარტი 2015 18:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მას ხშირად ვესაუბრები კლუბში, განსაკუთრებით მატჩების შემდეგ. მაგრამ არ მინდა მისი წყენინება და არ ვეუბნები, რომ მალე მოვხსნი რეკორდს


საღოლ შრეკ lol lol lol lol
0
№4
ავტორი: Count Alucard
27 მარტი 2015 18:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იმედია გაიტანს დღეს და ტყუილად არ მაყურებინებს თამაშს lol
0
№5
ავტორი: გაბადაძე
27 მარტი 2015 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
დღეს დუბლს გაიფორმებს , თან რაც თავდასხმაში დაბრუნდა მოიხოდა და ლიტვას გადაუკიდებს სავარაუდოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: GeorgeBest
27 მარტი 2015 20:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცოტა დარჩა იუნაიტედის რეკორდამდეც love
0
№7
ავტორი: Rooni
27 მარტი 2015 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Midi shrek shen pirveli unda iyo
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 მარტი 2015 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნაკრებშიც მოხსნის და მანჩესტერშიც... love
0
№9
ავტორი: RojoDiablo
27 მარტი 2015 23:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უკვე სამი დარჩა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Macklemore
28 მარტი 2015 14:45
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აბა შენიცი რუნი. განაგრძე გოლების გატანა!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top