”სუონსის” მცველი, ეშლი უილიამსი, გამოეხმაურა ”სუონსი”-”იუნაიტედის” მე-18 ტურის მატჩში მომხდარ ინციდენტს.ეპიზოდში ეშლი უილიამსმა წაქცეულ ვან პერსის ბურთი ძლიერად მოარტყა თავში.
”მე უბრალოდ ვცდილობდი მომეგერიებინა ბურთი, რომელიც შემდეგ რობინს თავში მოხვდა.ეს იყო ჩვეულებრივი ბურთის გამოტანა.ვან პერსი ძალიან გაანაწყენა ამ მომენტმა, რამაც გამოიწვია დიდი ხმაური არაფრის გამო.”-ციტირებს უილიამსის სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ეშლის მიმართ მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული.სერ ალექსის აზრით უილიამს შეეძლო რობინი მოეკლა.