სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა დენი კელის აუდიოწიგნი - ”სერ ალექს ფერგიუსონი. ჩემი სპორტული ცხოვრება”. აქ მონათხრობია ეპიზოდი, რომელშიც წერია, რომ ფერგიმ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს ”აბერდინი” და მოძებნოს ახალი კლუბი.
”ჩვენ გვინდოდა გაგვეგრძელებინა ფერგიუსონთან კონტრაქტი, რადგან მხოლოდ მას ვხედავდით ერთადერთ კანდიდატურად ამ საქმიანობზე” - იხსენებს ”აბერდინის” წარმომადგენელი დიკ დონალდი.
”მაშინვე მას მოუვიდა შემოთავაზებები ”ტოტენჰემიდან” და ”არსენალიდან”. ალექსმა თქვა, რომ ის გაახანგრძლივებდა კონტრაქტს, მაგრამ თუ მას შემოთავაზება მოუვიდოდა გრანდებიდან ის დატოვებდა კლუბს”
”მე მას ვუთხარი: ალექს ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც შენ ”აბერდინი” უნდა დატოვო არის ”მანჩესტერ იუნაიტედი”. ისიც დათანხმდა და ადრე თუ გვიან მას მოუვიდა შემოთავაზება ”ოლდ ტრაფორდიდან”.” - დაასრულა დონალდმა.