თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2014, 17:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1790,
კომენტარები: 0
"ბეილი "იუნაიტედს" იდეალურად მოერგება"
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
დღევანდელ დღეს მადრიდის "რეალის" ნებისმიერი ფეხბურთელის გამომშვიდოდება კლუბთა უკან გადადგმულ ნაბიჯად ითვლება, მაგრამ მთლად ასეც არ არის. როცა საქმე გარეტ ბეილს ეხება, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ საკუთარი საფეხბურთო კარიერის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

კვირას ელ კლასიკოს ვუყურე და ნათელი იყო: ბეილს უჭირს. "ბარსელონასთან" დამარცხებაზე რეაქცია, კრიტიკა ესპანური პრესისგან და ქომაგი სიტუაციას არ აუმჯობესებს. გარეტს შესანიშნავი პირველი სეზონი ჰქონდა და ვაფასებ მის სურვილს იბრძოლოს ადგილისთვის კლუბში, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა.

მიმაჩნია, რომ კლუბიდან ბეილის წასვლის ერთადერთი ვარიანტი - კლუბის მიერ მისი გაგდებაა. როგორც კლუბის სარეკორდო შენაძენმა, მას შეუძლია იფიქროს, რომ დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, მაგრამ უკვე ვნახეთ, როგორ შორდება "რეალი" ვარსკვლავებს - მაგალითად, მესუთ ოზილს და ანხელ დი მარიას.

ვგრძნობ, რომ გარეტი იდეალურად მოერგება "მანჩესტერ იუნაიტედს". რა თქმა უნდა, როგორც ქომაგს მსურს გუნდში მისი ხილვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ "იუნაიტედში" მარტივად ჩაეწერებოდა, როცა პრემიერ ლიგაში მარცხენა მცველის პოზიციიდან საუკეთესო შემტევ ფეხბურთელად იქცა.

"ბეილი "იუნაიტედს" იდეალურად მოერგება"


"ოლდ ტრაფორდზე" მას შეიყვარებდნენ. სანაცვლოდ კი ის კლუბს მომდევნო სეზონში ტიტულისთვის მებრძოლ რეალურ პრეტენდენტად აქცევდა. "იუნაიტედში" ჩემი კარიერის დროს მინახავს, როგორ მოდიოდნენ ახლები და კლუბის ისტორიას ცვლიდნენ. ერიკ კანტონადან დუაით იორკამდე და რუუდ ვან ნისტელროიდან უეინ რუნიმდე. ეს ყველანი - დიდებული ფეხბურთელები არიან, რომლებიც "იუნაიტედის" დიდებულ ფეხბურთელებად იქცნენ. ბეილს ამ წარმატების გამეორების პოტენციალი აქვს.

ყველა კარგი ფეხბურთელი უნდა დააფასო. ბეილი "იუნაიტედში" მოვიდოდა ცვლილებების ეპოქაში, დროში, როცა "იუნაიტედი" ლიდერებს ეძებს. მადრიდი ყოველთვის იცვლება: ახალი პრეზიდენტები, ყოველ ზაფხულს ხმაურიანი ტრანსფერები. "იუნაიტედში" ორი წლის წინ ასევე დიდი ცვლილელები მოხდა, მაგრამ სერ ალექსის წასვლის შემდეგ კლუბი ჯერ კიდევ ეძებს ძველ სტაბილურობას.

ვფიქრობ, "რეალი" შეხვედრის პირველ ნახევარში შესანიშნავად თამაშობდა. ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი თამაშს ისე აკონტროლებდნენ, როგორც არავინ "ნოუ კამპზე" ბოლო 10 წლის განმავლობაში. მადრიდელები ქმნიდნენ საგოლე მომენტებს, მაგრამ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ თითქოს იდეები გამოელიათ.

თავისთვის მიუჩვეველ პოზიცაზე თამაშისას ბეილი უკმაყოფილო ჩანდა. შემიძლია გავიგო, რატომ სურს მადრიდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენა, მაგრამ ვერავინ იტყვის, უიღბლოაო, თუ ორი სეზონის მერე წავა - მან ხომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ინგლისურ ფეხბურთში კი გარეტს არაფერი მოუგია და ალბათ სურს მოიგოს. ფენომენალური ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერ ლიგაში ადაპტირებისთვის დრო არ სჭირდება.

გასაკვირია, რომ კერიკს ასე ცოტა მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში

ვფიქრობ, დღეს მაიკლ კერიკი ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. კლუბში წამყვან პოზიციებს დაუბრუნდა და ალბათ, ნაკრებშიც. ნაკრების ფორმით მოედანზე უფრო ხშირად უნდა გამოსულიყო - ამჟამად მის ანგარიშზე მხოლოდ 31 მატჩია. გასაოცარია, რომ მას უფრო ნაკლები მატჩი აქვს, ვიდრე უელბეკს (დენის აქტივში 32 შეხვედრაა).

როგორც ადრე დავწერე, ვერავინ დააფასებს მაიკლს ისე, როგორც ნახევარმცველი, რომელიც მასთან ერთად "იუნაიტედში" მხარდამხარ თამაშობდა. უსწრაფესი ფეხბურთელი არ არის. თავბრუდამხვევ პასებს არ იძლევა. ბევრ გოლს ვერ იტანს. მაგრამ მასთან ერთად თამაში მომწონდა. ყოველთვის საჭირო ადგილზე იყო. მაიკლი მოედანზე მოქმედების თავისუფლებას მანიჭებდა.

33 წლის ასაკში მაიკლს იგივეს გაკეთება ინგლისის ნაკრებშიც შეუძლია პარტნიორებისთვის. შემტევ ნახევარმცველებს ხშირად აწვდის პასს, რომლებიც ახლოს არიან, რითაც წინ წასვლის შანსს აძლევს და თანაც არ შიშობენ, რომ საკუთარ დაცვით ფუნქციებს ტოვებენ. ფრენკ ლამპარდის ან სტივენ ჯერარდისთვის იდეალური პარტნიორი იქნებოდა, მაგრამ უმეტესად სწორედ ეს ორი თამაშობდა ერთად.

"ბეილი "იუნაიტედს" იდეალურად მოერგება"


არ ვფიქრობ, რომ კარიკს ნაკრებში სტაბილურად თამაშის საშუალება მიეცა. როგორც კი ინგლისი ცუდ შედეგებს აჩვენებდა, ამისთვის სასჯელს კერიკი იხდიდა. ეროვნულ გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, მაგრამ დიდ ტურნირზე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიოანტზე ეკვადორის ნაკრების წინააღმდეგ. ნაკრებში უფრო ხშირად უნდა ეთამაშა და ესპანელი ან გერმანელი რომ ყოფილიყო, ასეთი შესაძლებლობა აუცილებლად მიეცემოდა.

"იუნაიტედში" უკვე დიდი ხანია ბევრი რამ მაიკლ კერიკზეა დამოკიდებული, მაგრამ ინგლისის ნაკრების მწვრთნელის ნდობით ვერასდროს სარგებლობდა.

წყარო: Carrick.ru
სქოულზის გრაფა
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top